Posts

რეფლექსია - დღე მეოთხე

რეფლექსია - დღე მეოთხე         დღეს გავეცანით პრეზენტაცის მიმართულების მიმცემი კითხვების შესახებ;      შევიმუშავეთ და ერთმანეთს გავუზიარეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები ჩვენი პროექტებისთვის;         ვისწავლეთ ჩვენი ნამუშევრების შენახვა Google-ს დისკზე და, ასევე, ერთმანეთისთის  ფოსტაზე გაზიარება. 

რეფლექსია- დღე მესამე

            დღეს კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ სტანდარტებისა და ინდიკატორების შესახებ;                   მოვიძიეთ  და ჩავწერეთ ჩვენი პროექტისთვის შესაბამისი სტანდარტები და ინდიკატორები გეგმაში;             განვიხილეთ ბლუმის ტაქსონომიის განახლებული სიტყვები;             განვსაზღვრეთ ჩვენი პროექტის მიზნები, ვიმსჯელეთ ჯგუში, დავეხმარეთ ერთმანეთს მიზნების სწორად განსაზღვრაში და ჩავწერეთ პროექტის გეგმაში;             სასიამოვნოდ და შეუმჩნევლად  გაიარა სატრენინგო დრომ.

რეფლექსია - დღე მეორე

          დღეს კიდევ ერთხელ განვიხილეთ პროექტების იდეები;           ncp.ge-დან გადმოვიტანეთ და განვიხილეთ სტანდარტები და ინდიკატორები;            დღეს შევქმენით ფოლდერები D- დისკზე, შვქმენით სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი  და შევინახეთ D- დისკზე.             კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღის ტრენინგით.

რეფლექსია- დღე პირველი

რეფლექსია- დღე პირველი          დღეს გავეცანით ინტელის სატრენინგო პროგრამის მიზნებს, ხანგრძლივობას, განრიგს;ვნახეთ ინტელის ელექტრონული სახელმძღვანელო, სხვადასხვა პროექტების შაბლონები; გავიაზრეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების ინდიკატორები; შევქმენით ახალი ბლოგი.          ჩემთვის საინტერესო  და მნიშვნელოვანი იყო 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების ინდიკატორებისა და პროექტების შაბლონების გაცნობა. პროექტების შექმნის დროს მოცემული შაბლონები გამომადგება სხვადასხვა იდეების გენერირებისა და პროექტის განხორციელებისთვის.          21- საუკუნის უნარ-ჩვევების ინდიკატორები მუშაობის დროს დამეხმარება პროფესიული და აკდემიური უნარების ამაღლებაში.          ვფიქრობ, დღევანდელი დღე იყო ნაყოფიერი.